„იცით თუ არა, რომ...“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტი ხორციელდება
05-04-2021

იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს; რაც მთავარია, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და ამის დასტური გახლავთ პროექტი - „იცით, თუ არა, რომ“, რომლის განხორციელების ინიციატორიც ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ბელა ხეცურიანი გახლავთ და იდეაც მასვე ეკუთვნის.

პროექტში ჩართულები არიან მე-6 „ბ“ კლასის მოსწავლეებიც და დამრიგებელთან, უსაყვარლეს ბელა მასწავლებელთან ერთად, აწყობენ პრეზენტაციებს, რომლებიც სხვადასხვა თემატიკას ეხება.

მე-6 „ბ“ კლასის მოსწავლის, დავით სტურუას ვიდეო კი გახლავთ ბალნეოლოგიურ კურორტებსა და მათი წარმოშობის ისტორიაზე, რომელიც შემეცნებითია; დავითი თანატოლებს „უამბობს“ იმის შესახებ, როდის გაჩნდა ბალნეოლოგიური კურორტები საქართველოში, რა დანიშნულება აქვს და როგორი სახით მოაღწია დღემდე. 

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203