ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2021

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებებს მართავენ, თუმცა კოვიდ-პანდემიამ გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესა და სასკოლო საზოგადოებაც ამ თარიღს უფრო მოკრძალებულად ეხმაურება.

ვანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადსხვა აქტივობა განახორციელეს, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის არსებული პროტოკოლის სრული დაცვით; თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ბავშვებისთვის, გადმოეცათ საკუთრი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ, საქართველოსა და მსოფლიოსთვის შეეხსენებინათ, რომ „განსხვავებულობა ლამაზია“ და ჩვენ, „ყველას, გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203