კონტუათის საჯარო სკოლაში ისტორიაში კონკურსი ჩატარდა
05-04-2021
იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლაში ისტორიაში შიდა კონკურსი ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი ისტორიის მასწავლებელი მამუკა მენაბდეა. ღონისძიება - „ყველაზე ჭკვიანი პატარა ისტორიკოსი, 2021“ დაძაბული პაექრობის ფონზე მიმდინარეობდა. გამარჯვებულს კი საპატიო ტიტული და სიგელი გადაეცა. ამჯერად გამარჯვება მეცხრე კლასის მოსწავლემ დათო რუხაძემ მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს