„ქართული სამზარეულო“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
05-04-2021

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელმა რიმა ანანიკიანმა, რომელიც ასწავლის საგანს ჩვენი საქართველო, ღონისძიება სახელწოდებით - „ქართული სამზარეულო“ ჩაატარა.

მოსწავლეთა ჯგუფებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი, ბავშვებმა სახლში მოამზადეს ქართული კერძები, შემდეგ კი წარადგინეს სკოლაში დირექციისა და პედაგოგების წინაშე.

მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს ქართული ცეკვები. ამ ყველაფერს კი ფონად ეკრანზე გამოსახული ფოტოები ჰქონდა, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ ამზადებდნენ ბავშვები სახლში ქართულ კერძებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203