
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მიერ სამოქალაქო განათლების პროექტის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა საკლასო პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „უსაფრთხო სკოლა“.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თემის ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
პროექტის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო პედაგოგი გიორგი გაბუნია.
იხილეთ ფოტოები