თბილისის N12 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღნიშნეს
05-04-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და ამ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო დაფა გააკეთეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203