ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
05-04-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური მასწავლებლის - თამარ ბენაშვილის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენებაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
„ღონისძიება წარიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციების სრულად დაცვით.დირექტორის მოადგილემ, ლია ნატროშვილმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა სკოლის მოსწავლეებისთვის. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს. დიდი მადლობა თამარ ბენაშვილს ასეთი კარგი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს