თბილისის N108 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

VI კლასის მოსწავლეებმა ამ თემაზე ინფორმაციები მოიძიეს და პრეზენტაციები მოამზადეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203