„წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივი ბრძოლა“-რეგინა ადუაშვილი, ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი
05-04-2021

რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორის რეგინა ადუაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

- სკოლა არის...
- განათლების კერა.

-ცოდნა გვანიჭებს...
- სიმხნევეს და სიამოვნებას.

- მომავალ თაობას სჭირდება...
- საფუძვლიანი განათლება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- მიყვარდა რთული ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნა.

- დირექტორობა მეხმარება...
- თანამშრომლებთან ურთიერთობაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- როდის და სად დაუშვი შეცდომა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
მუდმივი ბრძოლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203