„მრავალი თაობის აღმზრდელო, თქვენს სახელს დავიწყება არ უწერია“-დაგვას საჯარო სკოლა პედაგოგ ციალა ბერაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
05-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილი პედაგოგი ციალა ბერაძე გარდაიცვალა. პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები აღნიშნულთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებენ. 

„დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილი პედაგოგის ციალა ბერაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს. მრავალი თაობის აღმზრდელო ქალბატონო, თქვენს სახელს დავიწყება არ უწერია. განისვენეთ, სადაც მართალნი განისვენებენ“.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203