კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სატელევიზიო ტიპის რა? სად? როდის? ჩატარდა
18-11-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშების მონაწილეებმა ძალები სატელევიზიო ტიპის - რა? სად? როდის? - ტურნირში მოსინჯეს.
შეჯიბრში ხუთი გუნდი მონაწილეობდა, რომელთა კაპიტანებმაც საკუთარი გუნდები თამაშზე დარეგისტირებული 25 მონაწილით დააკომპლექტეს.
ინტელექტუალური თამაში ბლიცის, სუპერბლიცის, შავი ყუთისა და სტუმრის ბლოგის რაუნდებით წარიმართა. თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, ბროლის ბუს მფლობელი, ფილოსოფოსი - ანდრო სოლოღაშვილი, პრაიმ აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძე, ისტორიკოსი იოსებ შენგელია და კსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენელი - ირმა გორდულაძე ესწრებოდნენ. სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ გამარჯვებულის გამოვლენაში, მათ მოთამაშე გუნდებს შეკითხვები დაუსვეს.
18 ნოემბერს გამარჯვება საბოლოო შედეგით - 6:0 - მალხაზ ქაქუთიას ექვსეულმა შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა: ეთო ხანჯალიაშვილი, გიორგი გვილია, მარიამ ხოჯავა, თათია კვანტალიანი და ავთო სამხარაძე. ეს უკანასკნელი ამავდროულად თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
შეჯიბრის რედაქტირება და ინტელექტუალური თამაშის ორგანიზება კსუ-ს სტუდენტებმა - ბაკურ ხუბულავამ და ჯემალ კონცელიძემ უზრუნველყვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203