დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „კონფლიქტის მართვა“ განხორციელდა
05-04-2021

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლე-მასწავლებლებიც არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაშიც მონაწილეობენ.

2020 წლის ოქტომბრიდან, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას, ზოგადად სასკოლო საზოგადოებას გარკვეულ პასუხისმგებლობასა თუ ვალდებულებას აკისრებს და რასაც დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივად ართმევენ თავს.

ამის ნათელი დადასტურება გახლავთ სასკოლო პროექტი „კონფლიქტის მართვა“ - ამ მიმართულებით, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა აქტივობები განახორციელეს და წარმოაჩინეს საკუთარი ხედვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203