პატარა ქანდის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
05-04-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-9 კლასისა და ამავე სკოლის სპეციალური მასწავლებლის თანამშრომლობით 2 აპრილს ჩატარდა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მომხსენებლებმა ისაუბრეს აუიტიზმზე. ღონისძიების მიზანი იყო, რომ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიეღო ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია აუტისტური სპექტრის მქონე პირთა შესახებ.
მოსწავლეები გაეცნენ იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიას, რომლებმაც მიუხედავად დაავადებისა შეძლეს და ღირსეული ადგილი დაიკავეს მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
ღონისძიების ბოლოს სპეციალურმა მასწავლებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა მნიშვნელოვანია ამ ტიპის საგანმანათლებლო/შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს