
ჯემალ ნოღაიდელის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, წყავროკას საჯარო სკოლაში ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტ თამარ ჯორბენაძეს შორის პროექტის - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა“ და „ლექტორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით.
შეხვედრა აქტიურ რეჟიმში წარიმართა, საპროექტო თემატიკამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში; მათ სტუდენტთან ერთად შეიმუშავეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ამოცანები და აქტივობები, დაასახელეს საინტერესო იდეები პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, იფიქრეს მის მდგრადობაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ადმინისტრაციის, კერძოდ სკოლის დირექტორის - ბატონი ირაკლი ჯინჭარაძისა და თვითმმართველობის წარმომადგენლის - ბატონი ნუკრი კალანდარიშვილის დაინტერესება აღნიშნული პროექტის განხორციელებით და მხარდაჭერის სურვილი.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა დადებითი ემოციები გამოხატეს და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში კვლავ მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები