ახოს N1 სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
05-04-2021
ახოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურმა წევრებმა, რეგულაციების სრული დაცვით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩაატარეს. მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები „თიმსში“ გადაეგზავნათ.

თვითმმართველობის წევრებმა - ელისო ბოლქვაძემ, თამთა გოლომანიძემ და დათო დიასამიძემ ინტელექტუალური თამაში მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში  ჩაატარეს.

თამაში სამივე კლასში აქტიური და ხალისიანი იყო. მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი დაინტერესება და შესაბამისი ცოდნა. თამაში მე-6 კლასის მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203