არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეებისა და მხატვრული ლიტერატურის კონკურსებში გაიმარჯვეს
05-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ​ესეებისა და მხატვრული ლიტერატურის კონკურსებში, სადაც გაიმარჯვეს და მერიისა თუ განათლების სექტორის მხრიდან სერტიფიკატები და ჯილდოები მიიღეს. 

სკოლის ქართულის პედაგოგები ნათია ფერაძე და თამარ ბრეგვაძე მოსწავლეთა წარმატების გამო უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას გამოხატავენ. 

„ბედნიერება მრავალმხრივი და მრავალგვარია, მაგრამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სიყვარული ბედნიერების საწინდარია“. ჩემო საამაყო მოსწავლეებო გილოცავთ დღევანდელ წარმატებას. მე მწამს, რომ თქვენ შეძლებთ მომავლის შეცვლას, ჩვენი სახელების უკვდავყოფასა და საქართველოს მრავალჟამიერის საუკუნო არსებობას. მე თქვენი იმედი მაქვს. მიყვარხართ და მეამაყებით“, - აღნიშნავენ პედაგოგები. 

მოსწავლეთა დაჯილდოება შედგა ლაგოდეხის კულტურის სახლის ეზოში და მერმა საზეიმო ვითარებაში გადასცა მოსწავლეებს სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203