„შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, მასთან ერთად ნიჭიც თანაარსებობს“ - თბილისის N103 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2021
„შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, მასთან ერთად ნიჭიც თანაარსებობს“ - თბილისის N103 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
აუტზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა იწვევს ამ ცვლილებებს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს