ბაღდათის N1 სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2021

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა პროექტის ორგანიზატორებთან ერთად აქტიურად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები.

მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს აუტიზმის შესახებ, შექმნეს ნამუშევრები და გამოფინეს სკოლის საგამოფენო სივრცეში, ხელის ანაბეჭდით დაადასტურეს, რომ ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები აქვს, მოისმინეს აუტიზმის შესახებ ინფორმაცია, მოაწყვეს დისკუსია, გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეხედულებები. საბოლოოდ, ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ განსხვავებულობა არის ნორმა.

„განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავდა აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონის გაზრდას. ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, შევცვალოთ დამოკიდებულებები. მთავარია დავარღვიოთ ბარიერები და ვიცოდეთ - „აუტიზმის გასაღები სიყვარულშია“,- აღნიშნულია სკოლის ინფრმაციაში.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ - სპეციალური მასწავლებელი თინათინ ფურცელაძე, სპეციალური მასწავლებელი ნანა რობაქიძე და ხელოვნების პედაგოგი ნინო ზირაქაძე.

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203