თბილისის N49 საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე ფლაერების და ნახატების გამოფენა გაიმართა
05-04-2021

„ბულინგი სკოლებში“ - აღნიშნულ თემაზე თბილისის N49 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პრეზენტაცია, ფლაერების და ნახატების გამოფენა და დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა ბულინგის ფორმები განიხილეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ბულინგის ფორმებზე, დღევანდელ აქტუალურ პრობლემებზე, მჩაგვრელის და ჩაგრულის ნიშნებზე და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე. ასევე განვიხილეთ პირადი მაგალითები და გავამახვილეთ ყურადღება ოჯახისა და საზოგადოების როლზე“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203