ნაკაიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
სპეციალური მასწავლებლის ლია კენჭაძის და ხელოვნების მასწავლებლის გულნარა მიქელაძის ჩართულობით მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე“ მოამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები