წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული შეხვედრა ჩატარდა
23-11-2017
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბ - "ერთობის" VIII და IX კლასის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრა შედგა. 

შეხვედრის თემა
- ტოლერანტობა და მრავალფეროვნების მართვა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის, ჰუმანიზმის, და მრავალფეროვნების მართვის შესახებ. 

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. 

მას შემდეგ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ. 

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ კლუბის წევრი X კლასის მოსწავლეები, ნია ჯიქია, თებეა ჯიქიძე, თედო ჯებაშვილი. შეხვედრა წარიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...