
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატრა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების რული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში.
ახლახან პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარლეს მასწავლებელ აზგანუმ ნაზარიანთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს მიუძღვნეს.გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა და „პატარა ხელების“ მიერ ქაღალდისგან შექმნილმა ჭიამაიებმა მშვიდად „დაიბუდეს“ საკლასო ოთახში.
იმ დღეს პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში იყო ბევრი ღიმილი, დადებითი ემოცია და პაწაწუნების მზადება აღდგომის დღესასწაულისთვის.