ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა კვიტაიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა
02-04-2021

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა კვიტაიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედისა და ქალის დღესასწაულებთან დაკავშირებით ორიგინალური და შემოქმედებითი კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით: „დედა და ქალი“.

„კონკურსის შედეგების პრეზენტაცია 19 მარტს გაიმართა. გამარჯვებულთა შორისაა ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა კვიტაიშვილი, რომლის ჩანახატმა - „სანგრის ბიჭების დედა“ II  ადგილი დაიმსახურა.

გამარჯვებულ ავტორს გადაეცა საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო. ასევე, დედპუტატის ბიურომ, ბატონ ვასილ ჩიგოგიძის სახელით, ის ტელეფონით დააჯილდოვა. 

„გურია თუდეიმ“ კი, მკითხველის სახელით, ლუკას საპრიზო ფონდიდან საჩუქრები გადასცა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203