თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური კომპლექსური დავალება შეასრულეს
02-04-2021

თბილისის N208 საჯარო სკოლა თებერვალში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. მას შემდეგ სკოლის ზარი არა ცარიელ კედლებში, არამედ მოსწავლეებისთვის ირეკება და ეს პედაგოგებისა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

ალბათ დიდმა მონატრებამაც განაპირობა ის, რომ მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს, სიხარულით, რუდუნებითა და ენთუზიაზმით ასრულებენ.

ახლახან, ისტ-ის მასწავლებლის, მაკა ცაციაშვილის დახმარებით, მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება „ნაწილებისგან შექმენი მთელი“ - მშვენივრად გაართვეს თავი და საყვარელი მაკა მასწავლებლის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს, ძალიან საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრებისთვის.

იხილეთ ფოტოები
                                

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203