„წარმატებისთვის აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა“ - თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გიგაური
02-04-2021
რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორის მარინა გიგაურის ბლიც - ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის... 

-
სიბრძნის სახლი, განათლების მიღების შესაძლებლობის მრავალფეროვნება, სულიერი საზრდო.

- ცოდნა გვანიჭებს...

- ბედნიერებას, სიფრთხილეს, სიბრძნეს, ძალასა და შესაძლებლობას წარმატებებისათვის.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მეტი მხატვრული ლიტერატურის კითხვა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა, კულტურა, თანადგომა ერთმანეთის მიმართ, სამშობლოს სიყვარული.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი სწავლა-განათლებას, მეცვა ულამაზესი სასკოლო ფორმა, ვიყავი კომუნიკაბელური.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- ვიყო მაგალითი სიკეთის, სამართლიანობის, განათლების, კულტურის, რელიგიურობისა და ურთიერთპატივისცემის როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე მათი მშობლებისა და სკოლის საზოგადოების წინაშე. ხელი შევუწყო მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს შექმნას. დირექტორობა მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობაა, მნიშვნელოვანია იყო ძლიერი მენეჯერი და შეგეძლოს ადამიანური რესურსების სწორი შერჩევა.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ... 

- რომ ვიყო ახლოს სასკოლო საზოგადოებასთან, მივიღო სამართლიანი გადაწყვეტილებები

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- თავდაუზოგავი შრომა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, მოთმინება, დახვეწილი მანერები საყვარელი საქმის მიმართ და მიღებული ცოდნის სწორად გამოყენება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203