ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს
02-04-2021
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებმა - ნია გრძელიშვილმა, მარიამ გავაშელმა, გიორგი ტატიშვილმა, გიორგი ჩიხრაძემ და ნინო ლებანიძემ  izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203