იანეულის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
02-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, IX კლასის მოსწავლეებმა სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

„დაახარისხეს და რესტავრაცია გაუკეთეს ძველ წიგნებს; ასევე ისაუბრეს ცნობილ საბავშვო მწერალზე, ჰანს კრისტიან ანდერსენსა და მის შემოქმედებაზე.

აქტივობა ანა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203