დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წივწივაძე საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებულთა შორის დასახელდა
02-04-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ წივწივაძე ნაშრომით - „ბროწეულები“, კონკურსის - „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
სკოლის დირექტორის, გულიკო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონკურსში მარიამ წივწივაძის გარდა, XI კლასის წარჩინებული მოსწავლეები - ანი ბობოხიძე, თამთა შაინიძე და ლიზა ბობოხიძე მონაწილეობდნენ.
„მათ მეფე ერეკლეს ხელნაწერი დოკუმენტების საფუძველზე, მეფის სურათი გააცოცხლეს. რაც შეეხება მარიამ წივწივაძის ნაშრომს, მასში კარგად ჩანს მეფე-მამის უსაზღვრო სიყვარული შვილის - თეკლას მიმართ, რომელსაც „თეკლაბიჭს“ ეძახდა მოფერებით.
ვულოცავთ მარიამს და მისი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს, მარინე გრიგალავას ამ წარმატებას. კვლავაც ბევრჯერ ესახელებინოს მარიამს მშობლიური სკოლა და მუნიციპალიტეტი თავისი მიღწევებით.
კონკურსი „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაიმართა და მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
ქვეყნის მასშტაბით, პროექტში 603 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 125-მა კონკურსის პრიზიორის ტიტული მოიპოვა“, - ნათქვამია გულიკო ფირცხალავას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს