„ეთნიკური ტოლერანტობა“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
02-04-2021

თბილისის N49 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გამოირჩევა. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში ყოველთვის აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. ერთ-ერთი ასეთი თარიღი ტოლერანტობის საერთშორისო დღე იყო.

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი თემაზე - „ეთნიკური ტოლერანტობა“.

„არა მტრობას და სიძულვილს“, „ჩვენ კავკასიელები ვართ“ - ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ფლაერები, ნახატები, სკოლაში ჩატარებული კვლევა, ასევე გაიმართა დისკუსია, რომელიც დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203