„დედამიწის საათი“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
02-04-2021

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების - სედა არზუმანიანის, ესაილ იგიტიანის და კიმა ნორსოიანის ინიციატივით „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ჩატარდა ვიქტორინა „დედამიწის საათი“.

„ჩვენი სკოლის მოსწავლემ განუმარტა ვიქტორინის წესები და შინაარსი. ვიქტორინა შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი შედგებოდა 10 საკითხიდან, თითოეული სწორი პასუხი ფასდებოდა 5 ქულით. მეორე ნაწილის თანახმად მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ორგანიზაცია, ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობა. 

ვიქტორინის შედეგად ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა,  ორივე გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გადაეცათ სერტიფიკარები  ჟიურიის წევრებს, ვიქტორინის ორგანიზატორებს და გამარჯვებულ გუნდებს. ვიქტორინას უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი არუსიაკ მღდესიან“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203