აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელეს
02-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პროექტი განახორციელეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტში, რომელიც მასწავლებლების - ჯიმშერ კაპანაძისა და ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით გაკეთდა, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული.
„პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციას კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით. აქტივობა წარიმართა საინტერესოდ და სახალისოდ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.