თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რატი ტეტემაძემ izrune.ge -ს ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
02-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რატი ტეტემაძემ  izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა, 100-დან 100 ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა. 

რატი ტეტემაძის დამრიგებელი თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ გაბრუშიძეა. აღსანიშნავია, რომ რატი ყოველთვის მზად არის მუშაობისთვის და თავისი შედეგებით ყოველთვის ახარებს ოჯახს და სკოლას. izrune.ge -ს ტესტში მიღებული შედეგით კი თავადაც დიდი სიხარული განიცადა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203