განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურნაბიძე კითხვის კლუბის წევრების შეხვედრაში მონაწილეობდა
02-04-2021

ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე რომან სურნაბიძე მონაწილეობდა ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებული კითხვის კლუბის წევრების შეხვედრაში, სადაც ქართველი მწერლების ნაწარმოებები განიხილეს. 

შეხვედრა თხილნარის N1 საჯარო სკოლის ახალ საბიბლიოთეკო სივრცეში მოეწყო.

რომან სურმანიძის თქმით, კითხვის კლუბის შეხვედრაზე წევრებმა გოდერძი ჩოხელის რომანი - „ადამიანთა სევდა“ და გურამ გეგეშიძის - „საყდარი“ განიხილეს.

„გოდერძი ჩოხელის რომანი „ადამიანთა სევდა“ სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს.. ყველაფერს „დალოცვილი მწერლის“ უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცის და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთერთდამოკიდებულების პრობლემებზე. ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.

მადლობა მოდერატორებს ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი დღე იყო. მადლობა ხელვაჩაურის რესურსცენტრი დირექტორს ქ.ნ ხათუნა დიდმანიძე  დიდი მადლობა გულნაზ კარანაძე  თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებებს. მადლობა ჩემს სკოლას ქ.ნ ქეთი კომახიძე და ქ.ნ ლამარა კოხრეიძე  რომ მომცეს საშუალება დისტანციურად ჩავრთულიყავი სხვადასხვა კლუბებში“, - აღნიშნავს სკოლის მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203