მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ახალი სკოლის ტერიტორიაზე დეკორატიული ხეები დარგეს
02-04-2021

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის აღინიშნება. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ბევრ საინტერესო აქტივობაში არიან ჩართულნი. 

სკოლაში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ამ თემაზე სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა და მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სოფლის ახალგაზრდების დახმარებით დეკორატიული ხეები დარგეს. ნერგები სკოლას საჩუქრად გადაეცა აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია სიკეთის მაძიებელის ხელმძღვანელის ირაკლი ჭანტურიას მიერ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203