ტყიბულის N6 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს პრეზენტაციები, დისკუსიები და გამოფენა მიუძღვნეს
02-04-2021
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა საზოგადოებას გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გაუგზავნეს.

„ეს დღე ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით აღინიშნა.

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს; დისკუსიები გამართეს და თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს.

აქტივობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ის გენეტიკური ცვლილებაა და არა მემკვიდრეობა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203