„ბუნება და ტექნიკა მუსიკაში“ - წყალტუბოს N3 სკოლის პედაგოგმა მადონა ბობოხიძემ კომპლექსური დავალების საეტაპო გაკვეთილი ჩაატარა
02-04-2021

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა და მუსიკის ექსპერტმა - მადონა ბობოხიძემ VII კლასში ჩაატარა კომპლექსური დავალების საეტაპო გაკვეთილი, თემაზე: „ბუნება და ტექნიკა მუსიკაში“.

მასწავლებელმა გაკვეთილზე „ახალი სკოლის მოდელის“ სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები გამოიყენა შესაბამისი აქტივობებით.  

საგაკვეთილო პროცესმა დინამიკაში ჩაიარა. 

გაკვეთილს ესწრებოდა „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი ნინო დოღონაძე. მისი შეფასებით პედაგოგმა თემა საინტერესოდ გაშალა და გაკვეთილზე ბავშვების სრული ჩართულობა შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203