ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორს, იოსებ აბულაძესა და პედაგოგს, თამაზ ცეცხლაძეს საპატიო სიგელები გადაეცათ
01-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორს, იოსებ აბულაძესა და ამავე სკოლის ქიმიის პედაგოგს, თამაზ ცეცხლაძეს, 60 და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელები გადაეცათ.
სკოლის ინფორმაციით, იუბილარებს სიგელები განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირების ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ დეკანაძემ და ხულოს რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ მიქელაძემ გადასცეს.
„ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი საიუბილეო დაბადების დღეებს ულოცავს იოსებ აბულაძესა და თამაზ ცეცხლაძეს. ჯანმრთელობას, კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს