დმანისის N2 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა
01-04-2021

დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - აისელ გაჯიევამ, ლამია ეფენდიევამ, მაჰიმა ტანრივერდიევამ და რომან მახმუდოვმა წარმატებით დაძლიეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის  მეორე ტური და გადავიდნენ მესამე ტურში. 

სკოლა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს წარმატებას ულოცავს. 

„დმანისის N2 საჯარო სკოლა ულოცავს წარმატებას ჩვენი სკოლის ოთხ მოსწავლეს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური და გადავიდნენ მესამე ტურში ესენი არიან მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული, როგორც მეორე ენაში:

1.აისელ გაჯიევა;

2. ლამია ეფენდიევა;

3.მაჰიმა ტანრივერდიევა ;

და მე-11 კლასის მოსწავლე გეოგრაფიაში:

4.რომან მახმუდოვი;

სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ წარმატებას ასევე ულოცავს საგნის პედაგოგებს ქალბატონ ანა ავალიშვილს და ბატონ გიორგი ხორბალაძეს და უსურვებს უფრო მეტი წარმატებული მოსწავლეები აღეზარდოთ“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203