თბილისის N119 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ნუ ჩაგრავ, დაეხმარე ცხოველებს და ფრინველებს“ განახორციელეს
01-04-2021
თბილისის N119 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, საკლასო პროექტზე „ნუ ჩაგრავ, დაეხმარე ცხოველებს და ფრინველებს“ იმუშავეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა, მიუსაფარი ცხოველების შესახებ, მოსწავლეებსა და თემში გამოკითხვა ჩაატარეს.
„III კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები - „ნუ ჩაგრავ, დაეხმარე ცხოველებს და ფრინველებს“.
მშობლებისა და მოსწავლეების თანამშრომლობით, დამზადდა სახლი ძაღლებისთვის და ჩიტის ბუდეები, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკვერში განთავსდა.
ბავშვების მიერ დამზადებული ფლაერები დაურიგდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს. ხელმძღვანელი მაია მუშკუდიანი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს