ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნავენ
01-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხიდისთავის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, აქტიურად და არსებული რეგულაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან არა მხოლოდ საგაკვეთილო, ასევე ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში.

ახლახან, მოსწავლეებმა ხიდისთავის საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს; რა თქმა უნდა, ღია სივრცეშიც, გათვალისწინებული იყო პროტოკოლი. ამ აქტივობით ბავშვებმა ყველას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მისცეს მაგალითი, როგორ უნდა ვზრუნავდეთ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203