თლუღის საჯარო სკოლაში მათემატიკური მუდმივას π - ს დღე აღნიშნეს
01-04-2021
 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლაში მათემატრიკური მუდმივას π - ს დღე აღნიშნეს.

მიილია გაზაფხულის პირველი თვე, ღირსშესანიშნავი დღეებით აღსავსე, ჭირვეული მარტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია ყველა ღირსშესანიშნავ თარიღს აღვნიშნავთ შეძლებისდაგვარად. წელს მათემატიკური დღესასწაული π რიცხვის საერთაშორისო დღე 14 მარტი არდადეგების პერიოდს დაემთხვა, ამიტომ მისი აღნიშვნა მოგვიანებით მოხდა.

ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მათე ხვედელიძე დაინტერესდა π რიცხვის შესახებ არსებული ისტორიით, მოიძია ინფორმაციები მის შესახებ, შეაგროვა საინტერესო მასალები. თვითონ შექმნა სხვადასხვა მასალებით π რიცხვისა და მისი სიდიდის აღმნიშვნელი  გამოსახულებები. მოაწყო  და გამოფინა ყველა მასალა π რიცხვის შესახებ, რაც მოიძია და რისი  შექმნაც შეძლო (მათეს თანაკლასელი არ ჰყავს). მათეს ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა. წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203