„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსწავლეები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ“ - თბილისის N97 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეურმიშვილი
სპეცოპერაციის გამო თბილისის N97 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
Etaloni.ge N97 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეურმიშვილს დაუკავშირდა.
ქეთევან მეურმიშვილის თქმით, მოსწავლეების გაფრთხილება, რომ სკოლაში არ მოსულიყვნენ 07:30 წუთიდან დაიწყო:
„სკოლა 09:00 საათზე იწყება. ჩვენ მოსწავლეებისა და მათი მშობლების გაფრთხილება, რომ სკოლაში არ მოსულიყვნენ 07:30 წუთიდან დავიწყეთ. რამდენიმე ბავშვი აღნოჩნდა, რომელიც მოვიდა სკოლაში, ჩვენ დავუკავშირდით მათ მშობლებს და მოსწავლეები უკან გავაბრუნეთ.“
- გაფრთხილების მიუხედავად, მაინც რატომ მივიდნენ ისინი სკოლაში?
- ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სატელეფონო კავშირი არ შედგა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსწავლეები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. არც ერთი ბავშვი საფრთხის ქვეშ არ დამდგარა.
- ამჟამად თუ იმყოფება სკოლაში ვინმე?
- არა, ამჟამად სკოლა სრულად დაცლილია.
- როდის ანაზღაურდება გაცდენილი საათები?
- სწავლას პარასკევს განვაახლებთ. გაცდენილი საათები კი შაბათს ანაზღაურდება.
სპეცოპერაციის გამო თბილისის N97 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია