დაბლაციხის საჯარო სკოლის ისტორიული შენობა და უკვდავი სული
01-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლა ამაყად განაგრძობს საკუთრი მისიის შესრულებას, ზრდის განათლებულ მომავალ თაობებს და პროფესიონალი, ერთმუშტად შეკრული გუნდის ძალისხმევით, ღირსეულად  უმკლავდებიან ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც სრულიად საქარველოს საგანმანათლებლო სფერო დადგა კოვიდ-პანდემიის გამო.

აქვე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ დაბლაციხის საჯარო სკოლის ისტორიული შენობაც ყოველდღიურად მშვენდება, ლამაზდება და როგორც  გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ეს ყველაფერი დირექტორის - ერეკლე ჯიქიას დამსახურებაა, რომელიც დღედაღამ იღვწის იმისთვის, მომავალმა თაობებმა გარემონტებული სკოლის კედლებში ისწავლონ ისე, რომ ამავე დროს, თანამედროვე მოთხოვნებმა არ დაკარგოს მთავარი - დაბლაციხის საჯარო სკოლის ისტორიული სული, ისეთივე, როგორიც თავად სკოლის შენობაა.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203