
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის საჯარო სკოლაში, 20 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ექსტერნატის გამოცდები მიმდინარეობდა, რომელშიც რვა აპლიკანტი იყო რეგისტრირებული.
ყველა აპლიკანტმა წარმატებით დაძლია და გადალახა მინიმალური ზღვარი. ისინი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, 2020-2021 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატებს.