
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო აქტივობებში. მათ ეხმარებიან თავისივე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, რაც კიდევ უფრო სახალისოს ხდის აქტივობებს.
„მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ხშირად ჩავატაროთ ასეთი სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, აქედან გამომდინარე, სსსმ ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მიეჩვივნენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ერთმანეთთან კომუნიკაციას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: