ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულს ღონისძიება მიუძღვნეს
01-04-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს.

​სკოლის ინფორმაციით, 1-ლი კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის, მაია გიორგაძის ორგანიზებით, საინტერესო და სახალისო წარმოდგენა გამართეს.

„პატარებმა გვიამბეს გაზაფხულის პირველ მახარობლებზე, ფერად დღესასწაულებზე; იმღერეს სიხარულსა და სილამაზეზე; დიდი მონდომებით წაგვიკითხეს ლექსები. მუსიკის პედაგოგის, ლელა სირაძის მხარდაჭერით, ხმები ერთმანეთს ლამაზად შეუწყვეს და მაყურებელს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

​ყველა საკლასო აქტვობის დროს, დაცული იყო კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები. უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შეძლებისდაგვარად, ღონისძიებებში ჩართული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები.

სივრცის შესაბამისად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ამხნევებდა მაყურებელი. წარმატებებსა და მრავალ ფერად დღეს ვუსურვებთ მათ სასკოლო ცხოვრებაში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203