აფხაზეთის N22 სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეწვია
01-04-2021

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ეწვია. მან სკოლას კომპანია „აი დი ეს ბორჯომის“ დახმარებით შეძენილი სპორტული ინვენტარი მიუტანა.

„დიდ მადლობას ვუხდით მთელი კოლექტივისა და მშობლების სახელით. სპორტული აქტივობები და თამაშები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისათვის.

ჩავატარეთ სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ქალბატონი ეკა ხოფერია. თითოეულ მოსწავლის სახეზე აღიბეჭდა უსაზღვრო სიხარული“, -წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203