ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დებატების კლუბი დაარსდა.
კლუბის ხელმძღვანელია: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ბურდიაშვილი. კლუბის წევრები მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კლუბის საქმიანობაში.
კლუბის მიზანია, მოსწავლეებმა შეისწავლონ სხვადასხვა ფორმატის დებატები, დაეუფლონ დებატების ხელოვნებასა და სხვა უნარებს.