შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, „გამზრდელის“ მიხედვით, სპექტაკლი დადგეს
01-04-2021
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ნათელა ახობაძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ მიხედვით, სპექტაკლი წარმოადგინეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა პოემის გაგრძელების მათ ვერსიებზეც ისაუბრეს.

„სპექტაკლი წარმოადგინეს განსხვავებულად - ნიღბებით, მაგრამ ნიღაბმა ვერ დამალა ემოციები.

ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში“, - აცხადებენ სასწავლო დაწესებულებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203