ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბი „დედამიწის საათის“ აქციას შეუერთდა
01-04-2021

სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ეკოლოგები“ „დედამიწის საათის“ აღნიშვნას შეუერთდა. აქტივობა არაერთი საინტერესო სპიკერის მონაწილოებით შედგა.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, თუმცა არამარტო ამ დღეს არამედ მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენმა კლუბმაც შეძლო ერთი საათით ელექტროენერგიის გათიშვა სკოლაში, ეს პროცესი მცირედი, მაგარამ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო.

მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტარციას გვერდში დგომისთვის, ჩვენ ერთად შევძლებთ ვიბრძოლოთ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203